Fci.ge

გერმანიის თასის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია


11-02-2016

გერმანიის თასის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

გუშინ საღამოს გაიმართა ორი მეოთხედფინალური შეხვედრა გერმანიის თასზე და ცნობილი გახდა ოთხივე გუნდის ვინაობა, რომლებიც ნახევარფინალში ითამაშებენ.

 

როგორც წესი, ერთი ეტაპის დასრულების შემდეგ, ეგრევე ჩატარდა მომდევნო ეტაპის კენჭისყრა და გაირკვა ნახევარფინალური წყვილები. შანსი იმისა, რომ ფინალში კლასიკური დაპირისპირება ვიხილოთ არსებობს.

 

მიუნხენის "ბაიერნი", რომელმაც გუშინ "ბოხუმი" დაამარცხა სტუმრად 2:0, საკუთარ მოედანზე მიიღებს ბრემენის "ვერდერს", რომელმაც ლევერკუზენის "ბაიერს" მოუგო გასვლაზე 3:1.

 

რაც შეეხება მეორე პოტენციურ ფინალისტ დორტმუნდის "ბორუსიას", "ყვითლები" დედაქალაქში ეცდებიან ბერლინის "ჰერტას" დამარცხებას. მატჩები 19 და 20 აპრილს გაიმართება.

 

შეგახსენებთ, რომ გერმანიის თასის ფინალი 21 მაისს გაიმართება ბერლინის ოლიმპიურ არენაზე.


უკან დაბრუნება