Fci.ge

ბლანმა გაახანგრძლივა


11-02-2016

ბლანმა გაახანგრძლივა

როგორც მოსალოდნელი იყო, ლორან ბლანმა ახალი კონტრაქტი გააფორმა პარიზულ კლუბთან.

 

როგორც "პარისენ–ჟერმენის" ოფიციალური ვებ–გვერდი იტყობინება, ფრანგმა სპეციალისტმა მოქმედი ხელშეკრულება ორი წლით გადაავადა და 2018 წლის ზაფხულამდე დარჩება "პსჟ–ში".

 

"ჩემთვის თავიდანვე დიდი პატივი იყო ასეთ ამბიციურ კლუბში მუშაობა, ამიტომ მადლობელი ვარ გამოვლენილი ნდობისათვის. მჯერა, რომ "პსჟ" კიდევ დიდი ხანი იქნება ფრანგული ფეხბურთის ფლამგანი ევროპულ ფეხბურთში", – განაცხადა ბლანმა.

 

ლორან ბლანმა "პსჟ" 2013 წლის ზაფხულში ჩაიბარა, შეცვალა კარლო ანჩელოტი და გუნდს რვა ტიტული მოაგებინა: ორი საფრანგეთის ჩემპიონატი, ერთი საფრანგეთის თასი, ორი ლიგის თასი და ერთი ქვეყნის სუპერთასი.


უკან დაბრუნება