Fci.ge

იურჩენკომ გაახანგრძლივა


20-04-2016

იურჩენკომ გაახანგრძლივა

ლევერკუზენის "ბაიერმა" გაუხანგრძლივა კონტრაქტი უნივერსალურ უკრაინელ ნახევარმცველს, ვლადლენ იურჩენკოს.

 

როგორც "ფარმაცეპტების" ოფიციალური ვებ–გვერდი იტყობინება, ახალგაზრდა უკრაინელი 2018 წლის ზაფხულამდე დარჩება ბაიარენაზე.

 

"ვლადმა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საგრძნობლად მოუმატა. მისი ასპარეზობები ბუნდესლიგაში ნამდვილად საინტერესოა. თუ ის ასე გააგრძელებს, ძალიან ბედნიერები ვიქნებით", – განაცხადა "ბაიერის" სპორტულმა დირექტორმა, ლეგენდარულმა რუდი ფიოლერმა.

 

კმაყოფილია ახალი ხელშეკრულების გაფორმებით თავად იურჩენკოც: "ლევერკუზენში ისე ვგრძნობ თავს, როგორც სახლში. ეს კლუბი იდეალურია ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, აძლევს მათ გაზრდის საშუალებას და ახალ დონეზე ასვლის შანსს. მივიღე ჩემი შანსი და ვეცდები, რომ მისგან მაქსიმუმი გამოვწურო".

 

მიმდინარე სეზონში იურჩენკომ ყველა ტურნირზე ერთად სულ 11 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა, მაგრამ როჯერ შმიდტი მას ხშირად ენდობა ბოლო შეხვედრებში. უკრაინელი გერმანელი სპეციალისტის ერთ–ერთი მთავარი ჯოკერია სათადარიგო სკამზე.


უკან დაბრუნება