Fci.ge

შმიდტი: არანორმალური მატჩი იყო


24-04-2016

შმიდტი: არანორმალური მატჩი იყო

ლევერკუზენის "ბაიერის" მთავარმა მწვრთნელმა, როჯერ შმიდტმა, შეაფასა თავისი გუნდის გუშინდელი თამაში ველტინს არენაზე, რომელიც საოცრად დრამატული და საინტერესო გამოვიდა.

 

"შალკემ" პირველი ტაიმი 2:0 მოიგო, მაგრამ მეორე ნახევრის შვიდწუთიან ინტერვალში "ბაიერმა" სამი გოლის გატანა მოახერხა და საბოლოოდ 3:2 იმარჯვა, გადადგა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი სამეულში ადგილის დასამკვიდრებლად.

 

"ეს იყო არანორმალური მატჩი, რომელიც კარგად დასრულდა ჩვენთვის. ორი რადიკალურად განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ. "შალკე" მატჩის პირველ ნახევარში დიდებულად მოქმედებდა, უდიდეს ზეწოლას ანხორციელებდა. ამავდროულად ჩვენ საერთოდ არაფერი გამოგვივიდა.

 

ვიცოდით, რომ "შალკე" ძლიერია კონტრშეტევებზე, მაგრამ ამასთან ერთად, ხშირად ვკარგავდით ბურთს. შესვენებისთვის ანგარიში 2:0 სავსებით სამართლიანი იყო.

 

თუმცა, გვჯეროდა, რომ შეგვეძლო მატჩის ბედის შემოტრიალება. პირველი მომენტისა და გოლის შემდეგ ეს გრძნობა მხოლოდ გაძლიერდა. ბიჭები ბრძოლისათვის იყვნენ მოტივირებულები, გაიტანეს იდეალური გოლები და გააგრძელეს შეტევები. მას შემდეგ, რაც დავწინაურდით, ბევრი ვიმუშავეთ დაცვაში, რადგან "შალკე" დიდი ძალებით წავიდა წინ. მოხარულნი ვართ, რომ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ", - განაცხადა შმიდტმა.


უკან დაბრუნება