Fci.ge

კაკა მარსელთან არ იქნება?


3-12-2009

კაკა მარსელთან არ იქნება?

"რეალის" ნახევარმცველი კაკა "მარსელთან" ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ჩასატარებელი მატჩის გამოტოვების წინაშე დგას, ამის მიზეზი საზარდულის ტრავმაა, რომელიც მან "ბარსელონასთან" შეხვედრაში მიიღო. ამ კვირაში ფეხბურთელი ინდივიდუალურად ივარჯიშებს და თერაპიულ კურსს ჩაიტარებს, რომელიც მას გამოჯანმრთელებაში უნდა დაეხმაროს. სავარაუდოდ მას "ალმერიასთან" პრიმერას შეხვედრაში დასვენების საშუალებას მისცემენ, ფრანგულ კლუბთან კი მადრიდული გრანდი 8 დეკემბერს ითამაშებს


უკან დაბრუნება