Fci.ge

FIFA-მ გადაწყვეტილება მიიღო


19-01-2010

FIFA-მ გადაწყვეტილება მიიღო

FIFA-მ იმსჯელა ტიერი ანრის საქმეზე და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის ტანახმადაც ფრანგი თავდამსხმელი არ დაისჯება. შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისათვის ერთმანეთს ირლანდია-საფრანგეთი ხვდებოდნენ. მატჩის მსვლელობისას ანრიმ ბურთი ხელით გააჩერა და საგოლე გადაცემა გააკეთა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია: "დისციპლინარულმა კომიტეტმა იმსჯელა საკითხზე და სადისციპლინო კოდექსის 77a) მუხლის თანახმად მოთამაშის მიერ ხელით თამაში განსაჯა როგორც "არაუხეში დარღვევა" სათამაშო წესებისა. არ არსებობს სხვა ნორმატიული მასალა, რომლის საფუძველზე ანრის ქმედება შეიძლება განხილული იყო როგორც დასჯადი ქმედება."


უკან დაბრუნება