Fci.ge

''ზლატანის გარეშე უფრო ძლიერები ვართ''


3-02-2010

''ზლატანის გარეშე უფრო ძლიერები ვართ''

ინტერის მენეჯერმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის წასვლის შემდეგ მისმა გუნდმა თამაში გამოასწორა. გასულ სეზონში მილანურ გრანდს აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ გუნდი მხოლოდ შვედზე იყო დამოკიდებული და ეს შესამჩნევიც იყო. მოურინიო კი გამუდმებით უარყოფდა "ყველა გადაცემა იბრას" სტრატეგიის არსებობას. "გასულ სეზონთან შედარებით ჩვენი თამაშის ხარისხი  გამოსწორდა. წელს ჩვენ უფრო ძლიერები ვართ ფლანგებსა და დაცვაში. არ ვნანობ ზლატანის წასვლას იმიტომ ,რომ ამით გუნდი არ დაზარალდა. თანაც მისი გაყიდვიდან შემოსული ფულით ჩვენ შევიძინეთ მაღალი დონის ფეხბურთელები, რომლებიც გუნდს მშვენივრად მოერგნენ."- განაცხადა პორტუგალიელმა სტრატეგმა.


უკან დაბრუნება